84 წლის მოდის ლეგენდა, კაროლინა ჰერერა დღემდე მოდის ყველაზე სანდო ექსპერტად ითვლება. იყო დრო, როცა მსოფლიოს ყველაზე მოდური პირველი ლედი, ჟაკლინ კენედი სწორედ კაროლინა ჰერერას კაბებს იცავდა. ამჯერად ჰერერა უდიდესი საოჯახო ბიზნესს უძღვება და დროდადრო არ იშურებს რჩევებს ქალებისთვის.
კაროლინა ცნობილია თავის მკაცრი დამოკიდებულებით მოდური სტანდარტების მიმართ. ცოტა ხნის წინ გამოსულ ინტერვიუში 84 წლის მოდის ლეგენდა ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია, როცა ქალები ასაკში მინი-კაბებს ატარებენ, ბიკინებით ჩნდებიან ან ჯინსებით იწონებენ თავს. ჰერერა ამტკიცებს, რომ ჯინსებსაც თავისი ასაკი აქვთ, ეს 30 წელია. 30 წელს ზემოთ ჯინსები და 40 წელს ზემოთ გრძელი თმა, უგემოვნობის პიკია“ – ამბობს ჰერერა.