LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2023 წლის მესამე კვარტალში, საქართველოში 1496 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა: დაიღუპა 121 და დაშავდა 2027 მოქალაქე

132
BeFunky-collage (2)

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში, საქართველოში 1496 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც დაიღუპა 121 და დაშავდა 2027 მოქალაქე.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობით პირველ ადგილზე თბილისია (659 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა), მეორე ადგილზე კი იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი (183 შემთხვევა).

რეგიონების მიხედვით სტატისტიკა ასეთია: აჭარა – 168 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 67, შიდა ქართლი – 97, ქვემო ქართლი -120, კახეთი-85, სამცხე-ჯავახეთი – 31, მცხეთა- 51, გურია – 35.

რაც შეეხება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების სახეებს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიაზე მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 497 შემთხვევა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას უკავშირდება მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მონაწილეობით, მეორე ადგილზე კი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა/შეჯახებაა ქვეითად მოსიარულეზე – 397 შემთხვევა.

ამასთან, ამავე პერიოდში 203 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაა აღრიცხული მოტოციკლეტისტის მონაწილეობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები