ჩინელი ტურისტები შვეიცარიას უტევენ, მიზეზი – „სამეფო კარის თამაშებია“. საკულტო სერიალის მე-7 სეზონმა ჩინელ მოგზაურებზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა და მათ სერიალის გადაღების ადგილებს მიაკითხეს.
ჩინეთის ტურისტულმა სააგენტოებმა უახლესი სტატისტიკური მონაცემები გაავრცელეს. აღმოჩნდა, რომ ხორვატიისა და შვეიცარიის ტურებზე მოთხოვნა 300%-ით გაიზარდა, ესპანეთზე კი – 148%-ით. უფრო მეტიც, ჩინურმა კომპანია Yoozoo Games-მა „სამეფო კარის თამაშების“ კვალდაკვალ სპეციალური საოჯახო ტურებიც კი დააანონსა.