LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პარლამენტში, „ქართული ოცნებიდან“ 28 ოფიციალურად მილიონერი დეპუტატია – სამჯერ მეტი არაოფიციალური მილიონერი..  მათთვის მნიშვნელობა არ აქვს ხელფასი მაღალი იქნება თუ დაბალი“ – რომან გოცირიძე

152
Untitled design - 2023-11-02T164721.501

„პარლამენტში 28 ოფიციალურად მილიონერი დეპუტატია „ქართული ოცნებიდან,“ სამჯერ მეტი არაოფიციალური მილიონერი. მათთვის მნიშვნელობა არ აქვს ხელფასი მაღალი იქნება თუ დაბალი,“ – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა რეგლამენტში ცვლილებების თაობაზე, რომლის თანახმად, დეპუტატებს ხელფასი გაეზრდებათ.

„ხელფასების გაზრდაზე საუბარია მომავალი პარლამენტიდან, სადაც ვინ იქნება და ვინ არა, არავინ იცის, ამიტომ ამ საკითხზე კომენტირებას არანაირი პოლიტიკური ქვეტექსტები არ ექნება.

ყველა უწყებაში არის ხელფასები მომატებული და დღეს პარლამენტის წევრის ხელფასი ორჯერ ნაკლებია, ვიდრე პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელის ხელფასისა, უტოლდება კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელის ხელფასს.

ეს ცვლილებები მაშინ უნდა ყოფილიყო, როცა მთლიანად სახელფასო რეფორმა განხორციელდა, მაგრამ არ გააკეთა პარლამენტმა, რადგან ამ პარლამენტში 90 პროცენტი მუქთა მჭამელია, მოდიან, ღილაკს აჭერენ ხელს ივანიშვილის დავალებების შესასრულებლად, ამიტომ იყო უხერხული მათი მხრიდან დეპუტატების ხელფასზე საუბარი, მათ ეს არ აწყობდათ,“– ამბობს გოცირიძე.

მომავალი მოწვევის პარლამენტში, დეპუტატებს შესაძლოა, ხელფასი გაეზარდოთ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები