იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ინფორმაციით, კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია.
„სამივე დამნაშავე დაკავებულია! შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციით ძებნის ღონისძიება წარმატებით დასრულდა.
მადლობა ჩემს მეგობარს, შინაგან საქმეთა ღირსეულ მინისტრს ვახტანგ გომელაურს და პოლიციას დიდი მხარდაჭერისთვის.
მადლობა ჩვენს თანამშრომლებს, რომლებმაც პოლიციასთან ერთად ყველა საჭირო ღონისძიება მაღალი პროფესიონალიზმით განახორციელეს და დაიცვეს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება.
დამნაშავეებს მიესჯებათ შესაბამისი სასჯელი.
მადლობა ყველას, ვინც წარმატება გვისურვა.
სამივე დამნაშავე დაკავებულია!
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციით ძებნის ღონისძიება წარმატებით დასრულდა….Posted by Rati Bregadze on ხუთშაბათი, 02 ნოემბერი, 2023
ეს არასრული 24 საათიანი ისტორია გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის, ვინც საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სამართალდამცავი სისტემის წინააღმდეგ უკანონო ნაბიჯების გადადგმაზე გაიფიქრებს,“- წერს სოციალურ ქსელში რატი ბრეგაძე.
„ავერსის“ კლინიკაში სამედიცინო კვლევისთვის გადაყვანილი 3 პატიმარი გაიქცა
ფოტო: IPN