„ავერსის“ კლინიკიდან გაქცეული 3 პატიმრის საქმეზე დააკავეს ბადრაგი, რომელსაც მათი მეთვალყურეობა ევალებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს.
ბადრაგი დაკავებულია 342-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურში დადგენილი წესის დარღვევას, რამაც პატიმრის გაქცევა გამოიწვია.
ცნობისათვის, 1 ნოემბერს თბილისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მდებარე „ავერსის“ კლინიკიდან გამოკვლევებზე მიყვანილი სამი პატიმარი გაიქცა. ერთი მათგანის დაკავების შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ იუსტიციის სამინისტროში დღეს დაუდასტურეს.