როგორ გამოიყურება Volvo-ს პირველი მინივენი? პორტალმა Cochespias-მა EM90-ის ექსტერიერის და ინტერიერის კადრები გაავრცელა. მოდელის, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ სიახლეს წარმოადგენს და მისი პრემიერა 12 ნოემბრისთვისაა დაგეგმილი.
მინივენის ვიზუალი ჩინელი პაპარაცების კადრებში უკვე მოხვდა, რაც შეეხება სალონს მის შესახებ დეტალები აქამდე არ იყო ცნობილი.
როგორც ექსტერიერის კადრებში ჩანს, მინივენს Zeekr 009-ისგან თითქმის არაფერი განასხვავებს : ემთხვევა სავარძლებიც, კარების ფორმაც, საინფორმაციო-გასართობი კომპლექსიც.
დაბოლოს, Volvo EM90-ის მთავარი ნიშანი გახდება „ცხვირი“ – მინივენმა საფირმო „სახე“ მიიღო.