LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედიის ინფორმაციით, დმანისის ყოფილი მერის, გიორგი ტატუაშვილის ავტომანქანას ესროლეს 

131
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (4)

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, დმანისის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის, გიორგი ტატუაშვილის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს.

ამ დროისთვის უცნობია, დაშავდა თუ არა ვინმე შემთხვევის შედეგად.

„ფორტუნა“ დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.

ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.

მომხდარის შესახებ გიორგი ტატუაშვილმა „ტვ პირველთან“ ისაუბრა:

„თბილისიდან დმანისის მიმართულებით მოვდიოდი, ჩემი ავტომობილის მიმართულებით ცეცხლი გაიხსნა.

ზოგადად, ეს არ არის პირველი შემთხვევა: იყო 2020 წელსაც, 2021 წელსაც, ამას ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას ვუკავშირებ. ყოფილი მერი ვარ, 2021 წელს კენჭს ოპოზიციიდან ვიყრიდი. მოხდა ის, რომ თავდასხმა განხორციელდა ჩემს სატრანსპორტო საშუალებაზე და გამოდის, რომ განხორციელდა ფიზიკურად ჩემზეც“, – განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის ყოფილმა მერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები