საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ცნობილმა იუთუბერებმა ჯეიმ პოულ სპარფორდმა და ბენჯამინ დევიდ ებრელმა Bloomberg-ისთვის კახეთის შესახებ ვიდეორგოლი მოამზადეს.
სამწუთიან ვიდეორგოლში „Glimpses of Georgia: Kakheti“ კახეთის ტურისტული ადგილებია ნაჩვენები.
2,7 მილიონი გამომწერის მქონე გადაცემის „Sorted Food“ წამყვანებმა ჩურჩხელის ამოვლებაში, პურის ცხობასა და ყურძნის დაწურვაში მიიღეს მონაწილეობა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასშტაბური მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში Bloomberg-ი საქართველოს შესახებ საიმიჯო რეპორტაჟსაც გამოაქვეყნებს.
Bloomberg-ზე მარკეტინგული კამპანიის მიზანია საქართველოში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვა.