LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Formula 1-ის ყოფილი პილოტის საოცარი გარბენი Bugatti Chiron–ით (ვიდეო)

44

ჰიპერქარმა Bugatti Chiron–მა ადგილიდან 400 კმ/სთ სიჩქარე განავითარა და შემდეგ სრულად გაჩერდა, რისთვისაც 41,96 წამი და 3112 მეტრი თავისუფალი ადგილი დასჭირდა. ნულიდან 400 კილომეტრის გასავითარებლად ჰიპერქარს 32,6 წამი და 2,6 კილომეტრი, ხოლო იმისათვის, რომ ასეთი სიჩქარით სრულად გაჩერდეს, სუპერქარს 9,3 წამი და 491 მეტრი სჭირდება.

ეს ყველაფერი ფორმულა ერთის ექს პილოტმა, ხუან პაბლო მონტოიამ განახორციელა. რეკორდული გარბენისას მრბოლელი ჩაფხუტის გარეშე იმყოფებოდა.

Bugatti Chiron რვა ლიტრიანი W16 ძრავითა და ოთხი ტურბინით არის აღჭურვილი. აგრეგატი 1 500 ცხენის ძალას ავითარებს. ნულიდან ას კილომეტრამდე კუპე 2,5 წამში სწრაფდება. მაქსიმალური სიჩქარე კი 429 კმ/სთ აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები