LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუ მიდის: გიორგი ცინცაძე ნაკრებიდან წასვლას აპირებს

39

სანაკრებო კარიერას, სავარაუდოდ, გიორგი ცინცაძეც დაასრულებს. ცინცაძემ სანაკრებო კარიერის სავარაუდო დასრულების შესახებ განცხადება პირველ არხზე, „საკალათბურთო მიმოხილვაში“ სტუმრობისას გააკეთა.

„რთულია სანაკრებო კარიერის დასრულებაზე საუბარი, ბევრ რამეზეა ეს გადაწყვეტილება დამოკიდებული. ალბათ მეც მაგ გზას გავყვები და დიდი შანსია, რომ სანაკრებო კარიერას დავასრულებ. ჯობია ახალგაზრდებს მისცე შენი სათამაშო დრო და ადგილი. შეიძლება ისინი ჯერ ცოტათი გამოუცდელები არიან, მაგრამ პოტენციალი ჩანს ძალიან დიდი და რადგან თაობათა ცვლა გარდაუვალია, ჯობია ნაადრევად დავიწყოთ, რომ ახალგაზრდებმა დროულად აიღონ სანაკრებო ტვირთი”,- განაცხადა გიორგი ცინცაძემ.

შეგახსენებთ, რომ სანაკრებო კარიერა დაასრულა გუნდის კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები