დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახალ მიმართულებას ამატებს. პირდაპირი რეისები პოლონეთის სიდიდით მეოთხე ქალაქ ვროცლავის მიმართულებით შესრულდება.
ქუთაისის აეროპორტის ინფორმაციით, ფრენა 31 მარტიდან დაიწყება. ავიარეისები შესრულდება კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს. ერთი გზის ავიაბილეთის ღირებულება კი 79.99 ლარიდან დაიწყება.
ბილეთების შეძენა მსურველებს უკვე შეუძლიათ ავიაკომპანია ”ვიზეარის” ვებგვერდზე: www.wizzair.com