LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში მე-17 ადგილზე გავიდა

2199
ფორტუნა (17)

ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ფინალში მოხვდა და საბოლოო სიაში მე-17 ადგილზე გავიდა, – ინფორმაციას ამის შესახებ „ოქროს ბურთის“ ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

 

 

 

ქართველმა ფეხბურთელმა სიაში გადაასწრო ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან: ინგლისელები ჯუდ ბელინგემი და ჰარი კეინი, ასევე ლაუტარო მარტინესი, რომელიც არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

2023 წლის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოება პარიზში იმართება, პრეტენდენტთა შორის იყო „ნაპოლიში“ ქართველის თანაგუნდელი ვიქტორ ოსიმენი.

მანამდე, პორტალმა Goal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სიაში მე-14 ადგილზე იყო, მაგრამ ეს არ დადასტურდა.

აქამდე ქართველი ფეხბურთელებიდან ექვსი მოხვდა “ოქროს ბურთის” ნომინანტთა შორის:

1961 წელი – მიხეილ მესხი (მე-17 ადგილი), სლავა მეტრეველი (23)
1965 წელი – სლავა მეტრეველი (17)
1968 წელი – მურთაზ ხურცილავა (24)
1972 წელი – მურთაზ ხურცილავა (11)

1981 წელი – რამაზ შენგელია (7), ალექსანდრე ჩივაძე (8), დავით ყიფიანი (11)
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები