LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იჩხუბონ, იჩხუბონ, მაგრამ აპატიონ“ – ნათია გოგოჭურისა და ზაზა კოლელიშვილის სიყვარულის ამბავი და რჩევა ახალგაზრდებს

882
ფორტუნა (16)

მსახიობი ზაზა კოლელიშვილი და მისი მეუღლე ნათია გოგოჭური „ჩვენი ოჯახის სტუმრები იყვნენ.

ზაზა კოლელიშვილმა და ნათია გოგოჭურმა 50-წლიანი სიყვარულის ამბავზე ისაუბრეს და ახალგაზრდებს რჩევა მისცეს.

„იჩხუბონ, იჩხუბონ, მაგრამ აპატიონ. ერთმანეთს შეეჯიბრონ ვინ უფრო მეტს დათმობს. ჩვენც რომ ვიჩხუბეთ, აღარ არის საჩხუბარი და რაღაზე ვიჩხუბო“. – ამბობს ზაზა კოლელიშვილი.

„გია, კითხვა დასვი, ჩხუბობთ“, – მიმართა ნათია გოგოჭურმა გია ჯაჯანიძეს.

„ჩხუბობთ“? – იკითხა გია ჯაჯანიძემ, რაზედაც ნათია გოგოჭურმა უპასუხა:

„დღესაც ვიჩხუბეთ წამოსვლისას. ჩხუბი ცოტა ზედმეტი შეფასებაა, უფრო ვიკამეთეთ. უკვე იმ ასაკში ვართ, რომ სანამ რამეს  იტყვის, უკვე ვიცი“. – ამბობს ნათია გოგოჭური.

ვიდეო: ზაზა კოლელიშვილი სასმელზე დამოკიდებულების შესახებ: „ორი წელი და სამი თვეა, არანაირი სასმელი არ მიმიღია…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები