LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ზერეკიძე: ცინიზმის და უტიფრობის მწვერვალია, სააკაშვილი მადლობას უხდის და ეროვნულ გმირად აცხადებს გრიგორიადისს, რომელმაც პოლიციელების ცოცხლად დაწვა სცადა და მე, 14 წლის ბავშვი, წვრილმანი ხულიგნობისთვის სახელმწიფო დამნაშავედ გამომაცხადა და 10 წელი ციხე მომისაჯა

215
BeFunky-collage (2)

ცინიზმის და უტიფრობის მწვერვალია, სააკაშვილი მადლობას უხდის და ეროვნულ გმირად აცხადებს გრიგორიადისს, რომელმაც პოლიციელების ცოცხლად დაწვა სცადა და მე, 14 წლის ბავშვი, წვრილმანი ხულიგნობისთვის სახელმწიფო დამნაშავედ გამომაცხადა და 10 წელი ციხე მომისაჯა, – ამის შესახებ გიორგი ზერეკიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ზერეკიძე აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილმა „უამრავ ახალგაზრდას ცხოვრება დაუნგრია მხოლოდ იმისთვის, რომ პოლიტიკურ პოზიციას გამოხატავდნენ.

„ცინიზმის და უტიფრობის მწვერვალია – სააკაშვილი მადლობას უხდის და ეროვნულ გმირად აცხადებს გრიგორიადისს, რომელმაც პოლიციელების ცოცხლად დაწვა სცადა და მე 14 წლის ბავშვი, წვრილმანი ხულიგნობისთვის სახელმწიფო დამნაშავედ გამომაცხადა და 10 წელი ციხე მომისაჯა.

უამრავ ახალგაზრდას ცხოვრება დაუნგრია მხოლოდ იმისთვის, რომ პოლიტიკურ პოზიციას გამოხატავდნენ და საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ. სტუდენტებს, რომლებიც ნაც.მოძრაობის რეჟიმის „გაპრავებაში“ არ იყვნენ ჩართული დევნიდნენ და მომავალს უსპობდნენ. აღარაფერს ვამბობ იმ უდანაშაულო ახალგაზრდებზე, რომლებიც მისმა რეჟიმმა წამებით მოკლა…,“- წერს ზერეკიძე Facebook-ზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები