საქართველოში პირველი წყვილი, რომლებმაც სათავე დაუდეს ქორწინების სახლის იდეას და ხელი ოფიციალურად საზეიმო ცერემონიით მოაწერეს – ვილენ ალავიძე და ლამარა გაგუა თავიანთ ისტორიას იხსენებენ.
წყვილის შესახებ ვიდეოს „იუსტიციის სახლი“ ავრცელებს.
„ჩვენი ქორწილი, რომ დაემთხვა აქაურობის გახსნას საპასუხისმგებლო იყო, რადგან პირველი ხარ, მაგალითი ხარ..
რადგან მე და ვილი 59 წელია ცოტა მეტიც ერთად ვართ, რა თქმა უნდა ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.
მახსენდება მომღიმარი ხალხი, შემოსასვლელთან მომცეს მაკრატელი და მითხრეს ლენტი უნდა გაჭრა..
პირველად მე და ვილიმ მოვაწერეთ ხელი, გადმოგვცეს ქორწინების მოწმობა ნომერი პირველი იყო ჩვენი“ – ამბობს ლამარა გაგუა.
„ეს სახლი ჩემი სახლივით მიყვარს, როცა ვხედავ ხალხმრავლობას და ხდება ხელმოწერა, ძალიან მიხარია.. თითქოს შენივეა ეს ამბავი.
1964 წლამდე საქართველოში ქორწინების სახლი და საზეიმო ხელმოწერები არ იყო.. ეს იდეა ჩვენ გავახმოვანეთ.
გვსურდა, არა მარტო ჩვენთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც ყოფილიყო.
რომ იყოს საშუალება, დავბრუნდებოდი და მეორედაც მოვაწერდი ხელს,“- იხსენებს ვილენ ალავიძე.