LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავარია ხელვაჩაურში: გარდაიცვალა 3 ადამიანი, მათ შორის 2 არასრულწლოვანია

1530
BeFunky-collage (2)

უბედური შემთხვევა ხელვაჩაურში – მახოს ხიდთან მომხდარ ავტოავარიას მსხვერპლი მოჰყვა – გარდაიცვალა 3 ადამიანი, მათ შორის 2 არასრულწლოვანია.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, სულ ავტომობილში 9 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 6 დაშავებული სხვადასხვა კლინიკაში გადის მკურნალობას, ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.

მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ოჯახის წევრები ისხდნენ, მახოს ხიდიდან გადავარდა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები