ბრიტანულმა გამოცემა The Sun-მა საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის სოლომონ კვირკველიას შესახებ, რომელიც მოსკოვის “ლოკომოტივში” თამაშობს. როგორც ირკვევა, სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე 48 საათით ადრე, 25 წლის ფეხბურთელის ხელში ჩასაგდებად პრემიერლიგის სამი კლუბი იბრძვის – “ვესტ ბრომვიჩი”, “ლესტერი” და “კრისტალ პალასი”.
“ლოკომოტივი” კვირკველიაში მინიმუმ 20 მილიონ ევროს ითხოვს. თუ ქართველი ამ თანხად გაიყიდა, ის გახდება ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშე.