LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰადას მეიცადი: გაეროს რეზოლუციაში არ დაგმეს „ჰამასი“, რომელმაც მოაწყო ხოცვა- ჟლეტა და ეს არის გაუგონარი

180
ფორტუნა

გაეროს რეზოლუციაში არ დაგმეს „ჰამასი“, რომელმაც მოაწყო ხოცვა- ჟლეტა და ეს არის გაუგონარი, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ეს სიგიჟე

„სამი კვირის წინ, დილით ადრე, დაახლოებით 2 000-მა ტერორისტმა გადალახა ისრაელის საზღვარი და დაიწყო ხოცვა-ჟლეტა, რომელიც გაგრძელდა რამდენიმე საათი. ამოწყვიტეს ხალხი და სიტყვები არ მყოფნის ამ ბარბაროსული და არაადამიანური შეტევის აღწერისათვის. 1 200 ადამიანი გაჟლიტეს. 229 ადამიანი ჯერ კიდევ ტყვეობაში იმყოფება. რამდენიმე ბავშვი მოკლეს. გატაცებულებისგან რამდენიმე კვირაა ინფორმაცია არ გვაქვს. ჩვენ ვლაპარაკობთ რეზოლუციაზე, ცეცხლის შეწყვეტაზე, მაგრამ ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი იმაზე, თუ ვინ დაიწყო ეს. არც კი დაგმეს „ჰამასი“, რომელმაც ეს ხოცვა-ჟლეტა მოაწყო. ძალიან ბევრს ტექნიკურ საკითხებში თუ არ შევალ ვიტყვი, რომ დასავლეთის ქვეყნებიდან რამდენიმე ქვეყნის პოზიცია იყო, რომ „ჰამასი“ ყოფილიყო როგორც დასაგმობი ორგანიზაცია. მაგრამ შეიცვალა წესები და განსაკუთრებული უმრავლესობის მხარდაჭერა უნდა ჰქონოდა ამას. ეს შესწორებები არ შევიდა ტექსტში და „ჰამასის“ გარეშე იყო მიიღეს ტექსტი. ამიტომაც უარვყოფთ ამ ტექსტს. ეს არის გაუგონარი“, – აღნიშნა ისრაელის ელჩმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები