LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „მარგალიტის“ Rolls-Royce Cullinan, რომელიც 90 წლის კლიენტისთვის ააგეს

119
rolls-royce

Rolls-Royce-მა წარმოადგინა Cullinan, რომელმაც ექსკლუზიური ფერი მიიღო. პროექტმა სტარტი ჯერ კიდევ გასულ წელს აიღო, როცა ბრენდის ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა კლიენტმა გადაწყვიტა მამისთვის 90 წლის იუბილე განსაკუთრებულად მიელოცა. დუბაის დანაყოფის ხელმძღვანელობა მამას შეხვდა, რათა მისი ცხოვრების ისტორია, გატაცებები თუ ინტერესები გაეგო და პროექტისთვის შთაგონება მიეღო.

კროსოვერის ყველაზე მთავარი განმასხვავებელი ვიზუალური ნიშანი – გარდამავალი ვარდისფერი ფერია, რომელიც ყველაზე ძვირადღირებულ ბრილიანტს მოგაგონებთ.

სპეციალისტებს მოდელის შეღებვა 30-ჯერ მოუწიათ, რათა იდეალური ფერი დაესვათ. საღებავი დღის შუქის ნათურების ქვეშ შეისწავლეს, შეამოწმეს სიცხის ამტანობაზეც, რათა მანქანამ დუბაის მცხუნვარე მზეს გაუძლოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები