ძალიან მძლავრი ელექტროქარის Zeekr-ის სერიული წარმოება უკვე დაიწყო. ჩინური მედიის ინფორმაციით, ყოველ თვე კონვეიერიდან მოდელის 99 ეგზემპლარი ჩამოვა. უახლოესი თვისთვის განკუთვნილი პირველი პარტია ზუსტად 15 წამში გაიყიდა, მყიდველებმა წინასწარი შეკვეთები დაუფიქრებლად გააფორმეს. რეალური გაყიდვები კი რამდენიმე დღეში დაიწყება და ზუსტი ფასიც ამის შემდეგ დაზუსტდება.
Zeekr 001 FR – ეს არის ჩვეულებრივი ლიფტბეკის 001-ის მძლავრი ვერსია, რომლის ცნობაც ვიზუალურად სპორტული ელემენტებითაა შესაძლებელი. ტექნიკურ ნაწილში ცვლილებები ბევრად მეტია: ელექტროქარი მოძრაობაში მოჰყავს მოწყობილობას, რომელიც 4 ელექტრონული ძრავისგან შედგება და მისი სიმძლავრე 1247 ცხენის ძალაა.