LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვისაც მე შევხვდი, როგორც მმართველი პარტიიდან, ისე ოპოზიციური ძალებიდან, არავის, არ განუცხადებია, რომ მხარს არ უჭერს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას“ – პაველ ჰერჩინსკი 

134
Untitled design (60)

„არავის, ვისაც კი შევხვდი არ განუცხადებია, რომ მხარს არ უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ყველას, ვისაც კი მე ვესაუბრე, როგორც მმართველი პარტიიდან, ისე ყველა ოპოზიციური პარტიიდან, ყველა ძალიან მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება,“ – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

რაც შეეხება უშუალოდ 12 რეკომენდაციის შესრულებას, ელჩის შეფასებით, წელიწად ნახევარში მეტის გაკეთება შეიძლებოდა.

„როგორც ევროკავშირის ელჩი თბილისში, მე შევხვდი ყველა დაინტერესებულ მხარეს, ყველა პოლიტიკურ პარტიას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას, აკადემიურ წრეებს, მეცნიერებს.

ბევრი რამ გაკეთდა ამ მიმართულებით, მაგრამ წელიწად ნახევარში უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა.

მაგალითად, პოლარიზაციას თუ შევხედავთ, ის ჯერ კიდევ არსებობს ქვეყანაში.

დეოლიგარქიზაციის მხრივაც, ჯერ მხოლოდ სამომავლო ნაბიჯები არსებობს.

ჯოზეფ ბორელის ვიზიტის შემდეგ, ბევრ პოზიტიურ განვითარებას ჰქონდა ადგილი. მათ შორის „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე მუშაობა, ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც რამდენიმე სამოქალაქო საზოგადოებასთან გაფორმდა. ასევე, მიხარია, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ იყო წარმატებული,“– აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.

„შემიძლია დავადასტურო: პარტნიორებში გარკვეულ შეშფოთებას იწვევს, რომ კანდიდატის სტატუსის საკითხზე ოპოზიცია არაერთგვაროვან გზავნილებს აჟღერებს“ – დეკანოიძე

„კოლეგებს ვეტყვი, შეწყვიტონ დამაზიანებელი გზავნილები.. პარტნიორები გვეუბნებიან, რომ დახურული კარის მიღმა, ოპოზიციის წევრები, კანდიდატის სტატუსის გადავადებაზე საუბრობენ“ – ხათუნა სამნიძე

„ხათუნა სამნიძემ მძიმე აღიარება გააკეთა და ფაქტობრივად განაცხადა, რომ თანამედროვე ორჯონიკიძეები არსებობენ.. ოპოზიციას ბინძურ წყალში, თევზის დაჭერა სურს“ – დავით მათიკაშვილი

„გვაქვს სრულიად სარწმუნო ინფორმაცია, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება უკვე საბოლოოდ გადაწყდა“ – „ხალხის ძალა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები