თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.
როგორც „ფორტუნას“ თბილისის მერიაში განუცხადეს, სააგენტოს ხელმძღვანელად კახა აბულაძე დაინიშნა.
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თბილისის მერის, კახა კალაძის გადაწყვეტილებით, გოგი ჩიქოვანი მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელად დაინიშნა.