LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში რეფინანსირების განაკვეთი 10%-ზე რჩება

119
bank

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელი სხდომის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 10%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

ეროვნული ბანკის მიერ  მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება, საქართველოში ინფლაციის დაბალი მაჩვენებლის მიუხედავად, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტსა და  საწვავის ბაზარზე ტენდენციების გარკვეულწილად გაუარესებას უკავშირდება.

საქართველოს ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთის ნორმალიზებას ნელი ტემპით გააგრძელებს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 20 დეკემბერს ჩატარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები