LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთვრალი, მანქანით კლუბის წინ ადამიანთა ჯგუფს შეეჯახა“ – დაპირისპირება ქართველებსა და პოლონელებს შორის: დაკავებულია 3 საქართველოს მოქალაქე 

243
ქართველი მზა

21 სექტემბერს, გვიან ღამით საქართველოს მოქალაქე პოლონეთში, ჩრზანოვში კლუბის წინ მყოფ ადამიანთა ჯგუფს შეეჯახა.

პოლონური გამოცემის ცნობით, შეჯახების შედეგად მსუბუქად დაშავდა სამი ადამიანი.

შსს-ს ინფორმაციით შემთხვევის წინაპირობა კონფლიქტი ყოფილიყო, რომელიც ქალთან დაკავშირებულ შელაპარაკებას გულისხმობდა, რომელიც ქართველებსა და პოლონელებს შორის ჩხუბში გადაიზარდა.

სამართალდამცველების ინფორმაციით, დანიშნულების ადგილზე მისვლის შემდეგ, გაირკვა, რომ 26 წლის მთვრალი ქართველი მამაკაცი მანქანაში ჩაჯდა და გამიზნულად, კლუბის წინ მდგარ ხალხის ჯგუფს დაეჯახა.

დამნაშავემ გაქცევა სცადა, თუმცა მალევე დაიჭირეს, მასთან ერთად კი ინციდენტში მონაწილე 3 ქართველიც დააკავეს.

ასე­ვე და­ად­გი­ნეს, რომ ქარ­თვე­ლე­ბი და­პი­რის­პი­რე­ბის დროს „სა­ხი­ფა­თო ია­რაღს“ იყე­ნებ­დნენ (იგუ­ლის­ხმე­ბა ბე­ის­ბო­ლის ჯო­ხე­ბი).

საქ­მე 159-ე მუხ­ლით აღ­ძრეს, რაც სა­ხი­ფა­თო ია­რა­ღით ჩხუბს გუ­ლის­ხმობს და რვა წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები