6 ნოემბერს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ,,საჩუქარი”,ყოვლადწმინდა სამების კათედრალის საპატრიარქო/ სახელმწიფო კამერული გუნდის კონცერტით დაიხურება. რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში შესრულდება სხვადასხვა ეპოქის ქართველ და ევროპელ კომპოზიტორთა საგუნდო მუსიკა. საკონცერტო რეპერტუარის მნიშვნელოვანი ნაწილი ზვიად ბოლქვაძის ნაწარმოებები იქნება.
კომპოზიტორი მრავალი წელია,მჭიდროდ თანამშრომლობს საპატრიარქო გუნდთან,მისი არაერთი საგუნდო თხზულება სპეციალურად სამების გუნდისთვის შეიქმნა და პირველად ამ გუნდის მიერ შესრულდა. კონცერტზე რამდენიმე ნაწარმოებს თავად ზვიად ბოლქვაძე შეასრულებს.გუნდი ასევე იმღერებს იოსებ კეჭაყმაძის და სხვა ქართველ ავტორთა თხზულებებსაც.
სოლისტები:
ზვიად ბოლქვაძე
სოლიკო გოგილაშვილი
ზვიად მიჩილაშვილი
თორნიკე პაპიძე
ირაკლი ტყვაცირია
ვადიმ შიშკინი
გიორგი ხუნაშვილი
სამხატვრო ხელმძღვანელი და დირიჟორი: სვიმონ ჯანგულაშვილი
დასაწყისი:19:30