LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იანვარ-სექტემბერში საქართველოში 5.6 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა

119
ტურიზმი

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურთა ბოლო 9 თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

2023 წლის პირველ სამ კვარტალში საქართველოში 5 566 980 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 76.9% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +43%-ია.

საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ კი 3 655 576 შეადგინა, რაც 2019 წლის მონაცემის 91.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით ზრდა +35.2%-ია.

საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით გამოითვლება და უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს მოიცავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები