LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლელო“ შოვის სტიქიაზე გამოძიების შედეგების და თერმული დრონების ჩანაწერების გასაჯაროებას ითხოვს – „მოახსენეთ საზოგადოებას, რა დადგინდა“

136
Untitled design

პარტია „ლელო“, 3 აგვისტოს, შოვში მომხდარი სტიქიის საქმეზე, გამოძიების მიმდინარეობის შედეგების გამოქვეყნებას ითხოვს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, ლევან სამუშიამ დღეს ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ „ლელო“ „ხელისუფლებას არ მისცემს უფლებას, გამოძიება მიიჩქმალოს“.

„შოვის უბედურებიდან თვეები გავიდა და რუსული ხელისუფლების მიერ, გამოძიებასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიმდინარეობს რუსული გამოძიება, ჩვენ არანაირი პასუხი არ გვაქვს.

„ლელომ“ დაუყოვნებლივ მიმართა საგამოძიებო ორგანოებს, რომ დაწყებულიყო გამოძიება პროკურატურის მხრიდან, მაგრამ ჩვენ ვხედავთ რომ ე.წ. გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს.

რუსული ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ გამოძიება ჩაიფარცხოს და საზოგადოების ყურადღება იყოს გადატანილი.

„ლელო“ მოითხოვს და მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, რუსულ ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ გასაჯაროვდეს გამოძიების მიმდინარეობის შედეგები და ეცნობოს საზოგადოებას, რა ეტაპზეა და როგორ მიმდინარეობს გამოძიება.

ასევე მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გასაჯაროვდეს თერმული, ღამის დრონების ჩანაწერები, ტრაგედიის პირველივე ღამის პირველივე წამებიდან. მოახსენოს საზოგადოებას, რა დადგინდა გამოძიების შედეგად. „ლელო“ არც ერთ შემთხვევაში, არ მისცემს უფლებას, გამოძიება მიიჩქმალოს“, – განაცხადა სამუშიამ.

ცნობისათვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს დღის პირველ ნახევარში ჩამოწვა. სტიქიის ზონაში მაშველებმა 32 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამ დრომდე ეძებენ ერთ ადამიანს.

გომელაური შოვის სტიქიაზე: „ვერტმფრენებით ან დრონებით ვინმეს აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ მიწის ზედაპირზე, ხოლო მიწისქვეშ მოყოლილთა პოვნა – შეუძლებელი“ 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები