ჰამასის თავდასხმის შემდეგ დაკარგული ქართველი ებრაელი თამარ გოლდბერგი გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულ ინფორმაციას, ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია „რუსთავი2“-თან საუბრისას ეხმაურება და აცხადებს, რომ „იმედი ჰქონდათ, რომ თამარი გატაცებულ ადამიანებს შორის იყო“.
„ჩვენ პარასკევს საღამოს მივიღეთ სამწუხარო ცნობა თამარ გოლდენბერგის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ შეატყობინა ოჯახს ამის შესახებ. ჩვენ ბოლომდე იმედი გვქონდა, რომ შეიძლებოდა გატაცებულებში ყოფილიყო და ჩართული ვიყავით სრულად პროცესში“, – აცხადებს ლაშა ჟვანია.