LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ მომზადებული ვიდეორგოლი UNWTO-მ საუკეთესოდ აღიარა

160
საქართველო

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ მომზადებული ვიდეორგოლი „სტუმარი“ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) კონკურსის გამარჯვებულია.

ვიდეორგოლი ნომინაციაში „Tourism and the Decade of Action“ ევროპის რეგიონის საუკეთესო კლიპად აღიარეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომის ფარგლებში გამოცხადდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები