LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ათინათის“ კულტურის ცენტრში ლეილა შელიას პერსონალური გამოფენა გაიხსნება

129
ლეილა-შელია

„ათინათის“ კულტურის ცენტრში ლეილა შელიას (1953) პერსონალური გამოფენა გაიხსნება.

მეოცე საუკუნის ქართველ მხატვართა შორის ლეილა შელია ერთ-ერთი პირველი აბსტრაქციონისტი ქალია, რომელმაც თავისი შემოქმედების დასაწყისშივე – 1980 წლებიდან მთავარ მიმართულებად აბსტრაქცია აირჩია.

გამოფენა, სწორედ, აბსტრაქტული ნამუშევრების 43 წლის განმავლობაში შექმნილ ერთგვარ რეტროსპექტივას წარმოადგენს. ექსპოზიცია ლეილა შელიას შემოქმედების ყველა ეტაპს აერთიანებს, დაწყებული 80-იანი წლებიდან დღევანდელობამდე. ლეილა შელიას პერსონალური გამოფენით მხატვრის შემოქმედების აბსტრაქტული მიმართულების განვითარების გზა წარმოჩინდება. ასევე გამოიფინება რამდენიმე ნამუშევარი, რომელიც ATINATI-ს კერძო კოლექციაშია დაცული. ლეილა შელია ის გამორჩეული არტისტია, რომლის ნამუშევრებიც როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მნიშვნელოვან კოლექციებშია დაცული.

როგორც მხატვარი თავად აღნიშნავს, იგი ბავშვობიდან ხატავდა და შთაგონებას იღებდა აფხაზეთში გატარებული წლებით. ბუნება თავად იყო უსასრულო, განზოგადებული ფორმა, საკუთრივ ტყეზე, ზღვაზე, მცენარეებსა და ციურ სხეულებზე დაკვირვებით გამოიმუშავა აბსტრაქტული აზროვნება, რაც ფერწერაში იღებდა ახალ სხეულებრიობას, საგნობრიობას. ნაკაწრებით, იეროგლიფებით, სწორკუთხა მოჩარჩოების მქონე ფერწერებით, ინტენსიური ფერადოვანი ლაქებით ლეილა შელიას ნამუშევრებში იქმნება ერთიანი ჰარმონია.

გამოფენა 20 ოქტომბერს 18:00 საათზე გაიხსნება.

ლეილა შელიას გამოფენა ATANATI’S კულტურის ცენტრში 3 ნოემბრამდე 2023 გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები