თბილისში, ჩარგლის ქუჩაზე სროლა იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, შელაპარაკება უცხოელ სტუდენტებსა და ადგილობრივებს შორის მოხდა, რასაც სროლა მოჰყვა.
გავრცელებული ცნობითვე, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.