LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ჩვენი სოფლის შეურაცხყოფაა, არ მაინტერესებს თქვენი პოლიტიკა“ – ჭორვილაში ადგილობრივები და ენმ-ის წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

1138
Untitled design (7)

საჩხერეში, სოფელ ჭორვილაში, სადაც თბილისიდან ოპოზიციის წარმომადგენლები ჩავიდნენ, ხმაური და დაპირისპირება იყო.

ერთმანეთს ადგილობრივი მოსახლეობა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დაუპირისპირდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.

„ეს ჩვენი სოფლის შეურაცხყოფაა, ჩემს სახლთან, სოფელში, პოლიტიკურ აქციას ატარებთ, აქ ჩემი შვილები ცხოვრობენ, მე არ მაინტერესებს თქვენი პოლიტიკა, როგორც მობრძანდით, ისე წადით“, – მიმართა ერთ-ერთმა ადგილობრივმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს და მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელს სოფო ჯაფარიძეს.

„მე არ ვარ თქვენი მტერი, მე არ ვარ თქვენთან საჩხუბრად მოსული. მინდა პოლიციას გავაგებინო, რომ ეს არის ჩვენი ქვეყანა, რომელშიც გვიკრძალავენ მშვიდად გადავადგილდეთ. ჩვენ თქვენთან საჩხუბრად არ ვართ ჩამოსულები“, – თქვა სოფო ჯაფარიძემ.

ცნობისათვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები ავტოკოლონებით რესპუბლიკის მოედნიდან ჭორვილაში დღეს ჩავიდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები