„ახალი ნათება“ 24 წლისაა. ეს ის კომპანიაა, რომელმაც ქართულ ბაზარზე საქმიანობა საკმაოდ თამამი ნაბიჯით დაიწყო – მან მომხმარებელს სანათების ფართო არჩევანი ჯერ კიდევ 90-იან წლებში შესთავაზა – მაშინ, როდესაც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ელექტროენერგიის დეფიციტი იყო.
კომპანიამ განათებისა და არქიტექტურის სფეროში წარმატებას საკმაოდ მალე მიაღწია და ერთ-ერთი პრესტიჟული ბრენდი გახდა არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელს საქართველოში.
წარმატების 24-წლიანი ისტორიის აღსანიშნავად „ახალი ნათება“ და ავეჯის სალონი „ფორუმი“, მომხმარებელს 25%-იან ფასდაკლებას სთავაზობს განათებისა და ავეჯის სრულ კოლექციაზე.
„ახალი ნათებისა“ და ავეჯის სალონ „ფორუმის“ ფილიალებში განახლებული და მრავალფეროვანი კოლექციები დაგხვდებათ, სხვადასხვა საფასო კატეგორიიდან, რაც შერჩევის პროცესს კიდევ უფრო გაგიმარტივებთ. შოურუმში სანათი საშუალებების ფართო სპექტრია წარმოდგენილი – ინტერიერის და ექსტერიერის დეკორატიული თუ ტექნიკური სანათები, გარე გამოყენების სანათი საშუალებები და ნათურები.
რაც შეეხება ავეჯის მიმართულებას, ამ შემთხვევაშიც განახლებულ და მრავალფეროვან კოლექციებს იხილავთ. შოურუმში წარმოდგენილია ისეთი კატეგორიის ავეჯი, როგორიცაა მისაღები ოთახის, საძინებლის, გარე გამოყენების, საოფისე თუ რბილი ავეჯის ფართო ასორტიმენტი, რომლებიც შექმნილია ავეჯის წამყვანი ბრენდების მიერ.
მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს სასურველი პროდუქცია როგორც ადგილზე, ასევე, ონლაინ. მიწოდება შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით რეალურ ვადებში.
კომპანიამ, დაარსებიდან დღემდე, განათების სფეროში ახალი სიტყვა არაერთხელ თქვა და გამორჩეული პროექტებიც მრავალჯერ განახორციელა. „ახალი ნათება“ 200-მდე თანამშრომელს ითვლის და გააჩნია 17 მაღაზია-სალონი, ამათგან 12 თბილისში, ხოლო 6 რეგიონებში (გორი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი).
(R)