LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა

119
ჰამბურგი

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქალაქ ჰამბურგში, ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი „საქართველო – ღვინის სამშობლო“ ჩატარდა.

ღონისძიებას, რომელსაც იმპორტიორები, სომელიეები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ, ქართული ღვინის ექსპერტი ინგე მაინცერი უძღვებოდა.

დეგუსტაცია-სემინარი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „ff.k Public Relations” ორგანიზებით ჩატარდა და შედგებოდა ორი ეტაპისგან:  მასტერკლასი  „საქართველო – ღვინის სამშობლო“ და  ქართული ღვინისა და კერძების დეგუსტაცია. სადეგუსტაციოდ 10 ქართული კომპანიის ღვინოები იყო წარმოდგენილი.

დეგუსტაცია-სემინარის ფორმატის მსგავსი კიდევ ორი ღონისძიება მიმდინარე წლის ნოემბერში ფრანკფურტსა და კელნში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები