აშშ-ში მიჩიგანის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ძალიან საინტერესო კვლევა ჩაატარეს და დაადგინეს, რომ ისეთი საკვები როგორიცაა ნაყინი, კარტოფილის ჩიფსი თუ ტკბილი გაზიანი სასმელი სერიოზულ დამოკიდებულებას იწვევს. უფრო მეტიც, ეს დამოკიდებულება შესაძლოა ისეთივე ძლიერი იყოს როგორც კოკაინის, ჰეროინის ან ნიკოტინის სურვილი.
მკვლევრებმა 36 ქვეყნის მასშტაბით 281 ექსპერიმენტი ჩაატარეს და დაასკვნეს, რომ ასეთი დამოკიდებულებით ბავშვების 12% და ზრდასრულთა 14% იტანჯება.
მავნე დამოკიდებულება იწვევს უკონტროლო და გადაჭარბებულ მოხმარებას, რაც ჯანმრთელობაზე ძალიან ნეგატიურად მოქმედებს. უკუჩვენებების რიცხვი იმდენად მრავალფეროვანია, რომ სპეციალისტები ჯანსაღი კვებისკენ ყველას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.