„ამ წუთას ვფიქრობ, ასეთი აჟიოტაჟი რომ არის ჩემ გარშემო – ხან იქ, ხან აქ, გერმანიამ გამოუშვა ეს ალბომი, ჩემს თვალებში კი არის კითხვა – რატომ მაწვალებდით წინათ? რატომ არ გინდოდათ თქვენ ჩემი აღიარება? ახლა ვარ ნამდვილად გიული“, ამბობს 88 წლის გიული ჩოხელი „იმედთან“ ინტერვიუში.