LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიპლომატები, მეზობლები და ნათესავები რა, დაბადების დღე აქვს? მგონი, სხდომათა დარბაზი საკლასო ოთახი და თავისი თავი დამრიგებელი ჰგონია..“ – მაჭარაშვილი პრეზიდენტზე 

275
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (9)

„მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევა დაუდგინდა, არაადეკვატური გახდა – ისე დაგვემუქრა, არ ვიცი, პარლამენტში დღეს რომელი მხრიდან შემოვა. შეიძლება, პირდაპირ ტრიბუნასთან ჩამოფრინდეს და გვითხრას, ეს სალომე ზურაბიშვილი სჯობდაო“, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის მოთხოვნის მიუხედავად, პარლამენტმა უარი განაცხადა, იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას სხდომაზე მოეწვია დიპლომატიური კორპუსისა და სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები, მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ „პრეზიდენტს სხდომათა დარბაზი საკლასო ოთახი ჰგონია“.

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მივიდა

პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს იწყებს.

„საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მან კონსტიტუცია დაარღვია. ეს კონსტიტუცია ბევრ პრეზიდენტს მოინელებს. ვინც ჭკუას იხმარს და დაიცავს, პოსტიდან ღირსეუად წავა, ვინც არა და კონსტიტუცია შესაბამისს პასუხს გასცემს. რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, რა შუაშია დიპლომატების მოწვევა? მგონი, სხდომათა დარბაზი საკლასო ოთახი და თავისი თავი დამრიგებელი ჰგონია. ოპოზიციას ეუბნება, მანდ არ დაგინახოთ, ბავშვებოო, შევალ და კლასის გარეთ დამელოდეთო..

რეგლამენტს თუ წაიკითხავთ ნახავთ, იქ წერია, რომ უბრალოდ უნდა გამოვიდეს კონსტიტუციური წარდგინების ავტორი და შემდგომ უნდა მოხდეს კენჭისყრა. ისიც, რაც ახლა ხდება, რომ ოპოზიციას სიტყვები ეძლევა, ეს ჩვენ მივიღეთ ეს დადგენილება. დიპლომატები, მეზობლები და ნათესავები რა, დაბადების დღე აქვს და პარლამენტში უნდა გადაიხადოს თუ რა?!“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავს.

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა

არსად არ მივდივარ, არ გადავდგები, არ გადმოვდგები, ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, სადაც ვარ – პრეზიდენტი

ვინ არიან მოსამართლეები, რომლებმაც პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის შესახებ დასკვნაზე განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები