LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ამოქმედების ახალი თარიღი დასახელდა

37

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ექსპლუატაციაში მიმდინარე წლის ოქტომბერში გაეშვება. ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო Trend იუწყება. როგორც გამოცემა წერს, რკინიგზის გახსნის ახალი თარიღი “ყაზახეთის რკინიგზამ” დაასახელა, მას შემდეგ, რაც კომპანიის ხელმძღვანელი კანატ ალპისბაევი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანსა და საქართველოს სტუმრობდა.

მან მოლაპარაკებები საქართველოს ეკონომიკის მინისტრ გიორგი გახარიასთან და თურქეთის ტრანსპორტის მინისტრ, ახმეტ არსლანთან გამართა.

“ყაზახელი რკინიგზელები და ჩვენი ჩინელი კოლეგები ელიან ახალი სარკინიგზო ხაზის გახსნას, რომელიც შესაძლებლობას იძლევა გაფართოვდეს სატვირთო გადაზიდვების გეოგრაფია დერეფნის თურქეთთან დაკავშირებით”, – აღნიშნა ალპისბაევმა.

შეგახსენებთ, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აზერბაიჯანის-საქართველოსა და თურქეთის მთავრობების შეთანხმებით შენდება. აღნიშნული პროექტისთვის აზერბაიჯანს საქართველოსთვის უკვე 630 მილიონი დოლარი აქვს გამოყოფილი. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ქართულ მონაკვეთზე პირველმა სატესტო მატარებელმა 2015 წლის 29 იანვარს გაიარა. ამჟამად პროექტის უდიდესი ნაწილი დასრულებულია და მისი ამოქმედება უახლოეს პერიოდში იგეგმება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები