LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიუსელის ცენტრში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

690
ფორტუნა - 2023-10-16T235625.661

ბრიუსელის ცენტრში სროლის შედეგად შვედეთის ორი მოქალაქე მოკლეს, – ინფორმაციას „ბიბისი“ ბელგიურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელმაც სულ მცირე ორი ადამიანი მოკლა, ამტკიცებს, რომ ISIS-ის წევრია და „მუსლიმებისთვის შურს იძიებს“.

მედიის ინფორმაციით, მან სროლამდე „ალაჰ აკბარ“ დაიყვირა. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და ამ დრომდე მას პოლიცია ეძებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები