LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პრეზიდენტს იმპიჩმენტს მაინც ვერ გამოუცხადებენ, არ აქვთ საკმარისი ხმები, მორჩა კინო“ – ნინო ლომჯარია

130
Untitled design (29)

„პრეზიდენტს იმპიჩმენტს მაინც ვერ გამოუცხადებენ, არა აქვთ საკმარისი ხმები, მორჩა კინო,“ – ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას „საქართველოს ევროპული ორბიტის“ ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია.

როგორც ლომჯარია აღნიშნავს, საკონსტიტუციო სასამართლომ მორჩილი გადაწყვეტილება მიიღო.

„საკონსტიტუციო სასამართლოს ეს მორჩილი გადაწყვეტილება მხოლოდ იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ უმრავლესობის წევრებმა და პროპაგანდისტებმა კობახიძის ამპარტავნობის დასაკმაყოფილებლად ერთი-ორი დღე იძახონ: „რა საოცარი ლექცია ჩაატარა ირაკლიმ, ეს რა მოვისმინეთო.“ სულ ეს იყო ამ პროცესის მიზანი და შედეგი.

პრეზიდენტს იმპიჩმენტს მაინც ვერ გამოუცხადებენ, არა აქვთ საკმარისი ხმები. მორჩა კინო“, – წერს ლომჯარია.

საკონსტიტუციო სასამართლოს ეს მორჩილი გადაწყვეტილება მხოლოდ იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ უმრავლესობის წევრებმა და…

Posted by Nino Lomjaria on ორშაბათი, 16 ოქტომბერი, 2023

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა

„სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ ფორმალურად განიხილება პრეზიდენტად, ის დარჩება ე.წ „კოჭლ იხვად“ – ირაკლი კობახიძე

ვინ არიან მოსამართლეები, რომლებმაც პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის შესახებ დასკვნაზე განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირეს

მერაბ ტურავა: „არანაირი ზეწოლა არ ყოფილა – არ გვჭირდება ზეწოლა, ზეწოლის გარეშეც ვიცით, როგორი და რა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ“ 

ვიდეო: „როგორც ყოველთვის, კარგი“ – ზურაბიშვილი პასუხობს, რა განწყობა აქვს საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებამდე

თეონა აქუბარდია: „ვისურვებდი, საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდეს მედეგობა იმისა, რომ გაუძლოს „ქართული ოცნების“ წნეხს“

ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილი ისეთივე პროდასავლელია, როგორც ლევან ხაბეიშვილი ან გუბაზ სანიკიძე

პრეზიდენტი – მადლობა ჩემს წარმომადგენლებს, რომლებმაც უპრეცედენტო სასამართლო პროცესზე გაუძლეს ყველანაირ ფსიქოლოგიურ, მორალურ ზეწოლასა და შეურაცხყოფას