LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეალისტური ამბები: მბაპე თითქმის მადრიდელია, რონალდო ისედაც მადრიდელია

37

მადრიდის “რეალმა” პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია “მონაკოსთან” კილიან მბაპეს ტრანსფერზე.

ესპანეთის ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელში 160 მილიონ ევროს გადაიხდის. კიდევ 20 მილიონს “მონაკო” მოგვიანებით, ბონუსების სახით მიიღებს.

მბაპე შეიძლება გახდეს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ისტორიაში.
შეგახსენებთ, რეკორდი ეკუთვნის ფრანგ ნახევარმცველს პოლ პოგბას, რომელიც “იუვენტუსმა” შარშან, “მანჩესტერ იუნაიტედში” 105 მილიონ ევროდ გაყიდა.

როცა “რეალი” და “მონაკო” საბოლოოდ შეათანხმებენ ტრანსფერის ყველა დეტალს, მბაპე მადრიდულ გუნდთან ექვსწლიან კონტრაქტს გააფორმებს. მისი ხელფასი “რეალში” 7 მილიონი ევრო იქნება წელიწადში.

 

ამასობაში პორტუგალიელმა თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ გაზეთ „მარკასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მადრიდის „რეალიდან“ არსად წასვლას არ აპირებს.

„გასულ წელს ჩემს კლუბთან ერთად დიდი ტიტულების მოპოვება უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა გახდა. იგივე თქმის ინდივიდუალური პრიზების მოპოვებაზე. კარგი იქნებოდა იგივეს გამეორება „რეალთან“ ერთად. წლიდან წლამდე გავაგრძელებ მონდომებით მუშაობას, რადგან ფეხბურთი – ეს ჩემი ცხოვრებაა“, – განაცხადა რონალდომ.

შეგახსენებთ, რომ ივნისში გავრცელდა ინფორმაცია რონალდოს „რეალიდან“ სავარაუდო წასვლის შესახებ, რაც ესპანეთის საგადასახადო ორგანოების მხრიდან დევნას უკავშირდებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები