Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
„დაზიანდა მილი, რომელიც ვაკე-საბურთალოს ნაწილს წყლით ამარაგებს“ – GWP-ის ცნობით, თბილისის ნაწილს ხვალ, დილის 7 საათამდე მომარაგება შეუწყდება – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაზიანდა მილი, რომელიც ვაკე-საბურთალოს ნაწილს წყლით ამარაგებს“ – GWP-ის ცნობით, თბილისის ნაწილს ხვალ, დილის 7 საათამდე მომარაგება შეუწყდება

117
წყალი

GWP-ის ცნობით, დღეს, 16 ოქტომბერს, როსტევანის ქუჩა N4-ის მიმდებარედ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის მაგისტრალური მილი, რომელიც ვაკე-საბურთალოს რაიონის ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა.

მათივე ინფორმაციით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და ამ ეტაპზე, დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

„წყალმომარაგების მაგისტრალურ მილზე რთული აღდგენითი სამუშაოები დღეს, 16 ოქტომბერს, 13:00 საათიდან დაიწყება და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 16 ოქტომბერს, 13:00 საათიდან ხვალ, 17 ოქტომბერს, დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

  • ვაკე-საბურთალოს რაიონში

ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების ნაწილს, ვაჟა-ფშაველას I, II, III, IV, V, VI, VII კვარტალებს, ნუცუბიძის III მიკრორაიონს, ნუცუბიძის ქუჩის ნაწილს, სანდრო ეულის, ნადირაძის, ქავთარაძის, მაღალაშვილის, ჩხეიძის, ზაქარიაძის, თავაძის, ბუაჩიძის, მირზა გელოვანის, მიქელაძის, გამრეკელის, ნადარეიშვილის, დელისის, ზალდასტანიშვილების, ბუდაპეშტის, გაზაფხულის, თავხელიძის და მიმდებარე ქუჩებს, ასათიანის, ლვოვის და ონიაშვილის ქუჩების ნაწილს.

  • სოფელ დიღომში 

ხატაეთის, ფარნავაზის, შერმადინის, გიორგიწმინდას, მოციქულთასწორის ნინოს, გიორგი ბრწყინვალის, მიხეილ მესხის ქუჩებს და მიმდებარე ქუჩებს. როსტევანის II ჩიხს

  • ზაჰესში

ხანძთელის ქუჩის ნაწილს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.

დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge“. – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები