„გარდენიას“ მფლობელმა ზურა შევარდნაძემ ნამდვილი შემოდგომის ზეიმი მოაწყო.
სეზონური ხილისგან გარდენიამ ხილის ჭაღი შექმნა, რომელიც ხელოვნების ნიმუშია. ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და საზოგადოების აღფრთოვანება და დიდი მოწონება დაიმსახურა.
„საოცრებებს ქმნი“, „ხილის ჭაღი – ასე დავარქმევდი“, „ტრიალებს ჯადოსნური ჭაღი… იფრქვევა სიუხვე ბაღის“, – წერენ კომენტარებში აღფრთოვანებული გამომწერები.