თბილისში ისრაელის მხარდამჭერი აქცია-პერფომანსი გაიმართა, რომელიც ისრაელში დაღუპული ადამიანების ხსოვნას მიეძღვნა.
აქციის მონაწილეებმა რუსთაველის მეტროდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა გამართეს.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, თბილისში ძალიან ბევრი ებრაელი, ასევე ისრაელის ბევრი მოქალაქე ცხოვრობს და მათ საზოგადოების სოლიდარობა სჭირდებათ.
აქციის მონაწილეებს ჰქონდათ ისრაელისა და საქართველოს დროშები და ასევე, მხარდამჭერი ბანერები.