„ყოფილი ცოლი შვილების ნახვას უკრძალავდა, გზააბნეული დადის, შვილი მოუკლეს,“ – ამის შესახებ „ტვ პირველთან“ 14 წლის მოკლული გოგოს მამის, ისა შახმაროვას ძმა საუბრობს.
ნუსა შახმაროვი ამბობს, რომ მოსკოვში გადასახლებულ კაცს არავინ უთხრა მისი ქალიშვილის იძულებითი ქორწინების ამბავი.
„წასულია ჩემი ძმა, შვილის საფლავს აკეთებინებს, დადის გზააბნეული.. 14 წლის შვილი მოუკლეს, რაც სათქმელი ჰქონდა გუშინ უთხრა გამომძიებლებს. დაზარალებულია თვითონაც 1 წელი შვილს არ აჩვენებდა ყოფილი ცოლი, უკრძალავდა ნახვას, რა უნდა სცოდნოდა ამას.
დმანისში მოჰკითხეთ ხალხს ყველაფერი, გამოძიებამ არ იცის თვითონ ვისი პასუხისმგებლობაცაა?“, – ამბობს ისა შახმაროვის ძმა.
„სისტემა უნდა დაფიქრდეს, საჭირო ხომ არაა დასჯადი გახდეს იძულებითი ნიშნობაც.. პრობლემაა დანაშაულის შეუტყობინებლობა, ნუთუ, არავინ დაინტერესებულა, სად არის ეს ბავშვი?!“ – აიჰან გასანოვი 14 წლის აითაჯის მკვლელობაზე
„მსგავსი ფაქტი მომავალშიც, მანამ განმეორდება, სანამ სისტემა არ აღიარებს ხარვეზს“
შეგახსენებთ, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით უკვე დაკავებულია აითაჯის დედა და ბიძა.
გამოძიების თანახმად, აითაჯ შახმაროვა ქმარმა, 27 წლის ასიმ ასლანოვმა, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. კაცი, რომელიც მიმალვაში იყო, პოლიციამ რამდენიმე დღეში დააკავა.
ვიდეო: დააკავეს 27 წლის კაცი, რომელმაც საგარეჯოში 14 წლის ცოლი მოკლა