LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონიაში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

132
12

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა, რომელსაც 80-ზე მეტი სტუმარი, მათ შორის, სომელიეები, იმპორტიორები და ღვინის თემაზე მომუშავე ჟურნალისტები დაესწრნენ.

ქართული ღვინის წარდგენის მიზანი იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა და პოტენციური იმპორტიორების მოზიდვა იყო.

ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ როგორც ქვევრის, ისე ევროპული სტილით დაყენებული ექვსი დასახელების ქართული ღვინო.

საქართველოს მეღვინეობის კულტურასა და თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ პრეზენტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის Red Bridge დირექტორმა, ღვინის ცნობილმა მაგისტრმა კენიჩი ოჰაშიმ წარმოადგინა.

კომპანიასთან Red Bridge ღვინის ეროვნული სააგენტო 2017 წლიდან თანამშრომლობს. კომპანიის საქმიანობა იაპონიის ბაზარზე ქართულ ღვინოსთან დაკავშირებულ მარკეტინგულ ღონისძიებებს მოიცავს.

ქართული ღვინის წარდგენას იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ ლეჟავა დაესწრო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით იაპონიაში ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს მოეწყო. შემდგომ წლებში ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობდნენ როგორც გამოფენებში (Foodex Japan, Wine and Gourmet Japan), ისე ღვინის ადგილობრივ კონკურსებში. 2019 წელს ტოკიოში მასშტაბური გამოფენა „საქართველო ღვინის სამშობლო“ გაიმართა, რომელმაც ორი თვის განმავლობაში ათასობით დამთვალიერებელს უმასპინძლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები