საკონსულტაციო კომპანიამ Resonance იმ ქალაქების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლებიც 2024 წელს ტურისტებისა და ინვესტორებისთვის მიმზიდველობას შეინარჩუნებენ.
მკვლევრებმა მსოფლიოს საუკეთესო ქალაქების ასეული შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შეადგინეს: სიცოცხლის მოყვარული საზოგადოება, მდგრადი ინფრასტრუქტურა, სოციალური დინამიკა, როგორც ეკონომიკური განვითარების ფაქტორი და კეთილდღეობა.
ანგარიშის თანახმად, 2024 წელს მსოფლიოს საუკეთესო ქალაქის სტატუსი ლონდონს ექნება – ქალაქს, რომელმაც პანდემიისგან მიყენებული ზარალის, ბრექსიტის, დედოფლის გარდაცვალების, ევროპაში მიმდინარე ომის, რამდენიმე პრემიერ-მინისტრის გამოცვლის მიუხედავად აქტუალობა არ დაკარგა და ყველაზე მეტი ჰეშტეგი დაიმსახურა ინსტაგრამზე, ლოკაციის ყველაზე მეტი მონიშვნა (Check-in) ფეისბუკზე და ყველაზე მეტი მიმოხილვა Tripadvisor-ისგან.
რეიტინგის ათეულში ასევე მოხვდნენ: პარიზი, ნიუ-იორკი, ტოკიო, სინგაპური, დუბაი, სან-ფრანცისკო, ბარსელონა, ამსტერდამი და სეული.