LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში ყველაზე ხშირად ჰონდებს იპარავენ

45

დანაშაულებათა ნაციონალურმა ბიურომ დაზღვევის სფეროში აშშ-ში 2016 წლის ქურდობების სტატისტიკა გამოაქვეყნა. ყველაზე გატაცებად ავტომობილებად ჰონდას ძველი მოდელები, კერძოდ 1997 წლის Accord და 1998 წლის Civic დასახელდნენ.

სწორედ ამ მოდელებზე მოდის 15 000 ქურდობა. გარდა ამისა, სივიკებმა და აკორდებმა საერთო სიაშიც „გაიმარჯვეს“. მთლიანობაში სხვადასხვა წლებში გამოსული მოდელების 50 000 ეგზემპლარი მოიპარეს. ტოპ-3-ს კი Ford-ის პიკაპები ასრულებენ, ისინი დაახლოებით 32 000 ერთეული გაიტაცეს.

მთლიანობაში აშშ-ს ყველაზე მოპარვადი ავტომობილების ათეული NICB-ის მონაცემებით ასეთია:

  1. Honda Accord – 50 427 ერთეული
  2. Honda Civic – 49 547 ერთეული
  3. Ford, F-სერია – 32 721 ერთეული
  4. Chevrolet – სრულზომიანი პიკაპები – 31 238 ერთეული
  5. Toyota Camry – 16 732 ერთეული
  6. Nissan Altima – 12 221 ერთეული
  7. Dodge – სრულზომიანი პიკაპები – 12 128 ერთეული
  8. Toyota Corolla – 11 989 ერთეული
  9. Chevrolet Impala – 9 749 ერთეული
  10. Jeep Cherokee/Grand Cherokee – 9 245 ერთეული

გატაცების საწინაღმდეეგო თანამედროვე სისტემების არქონა დამნაშავეებს ძველი ავტომობილების გატაცებას უადვილებს, მაგალითად ეს არის ჩვეულებრივი გასაღები ელექტროგასაღების ნაცვლად. გარდა ამისა, მეორად ჰონდებს ხშირად ნაწილებად შლიან.

NICB-ის რგოლში 1997 და 2016 წლების აკორდების შედარებაა მოყვანილი. თუკი ძველი აკორდი 7 527 ერთეული გაიტაცეს, უფრო მეტად დაცულია გამტაცებლებისგან ახალი აკორდები მათი მხოლოდ 493 ეგზემპლარი გაიტაცეს.

მთლიანობაში აშშ-ში 757 850 ავტომობილი გაიტაცეს, რაც 2015 წელთან შედარებით 7%-ით მეტია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები