ინტერნეტ სერვისმა Amazon Prime შოუ The Grand Tour-ის მეორე სეზონის პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა. მისი ყურება მხოლოდ სერვისის გამომწერებს შეუძლიათ, მაგრამ Youtube-ზე ჯაშუშური ვერსია უკვე გაჩნდა.
როგორც პორტალზე DriveTribe წერია, კლარკსონის, ჰამონდისა და მეის მონაწილეობით ახალ სეზონზე შემდეგი ავტომობილები გამოჩნდებიან: Mercedes-AMG GT R, McLaren 720S, Lancia Rally 037, Bugatti Chiron, Jaguar XJR და ელექტროქარი Rimac Concept One, რომლითაც ჰამონდი გადაღებებისას სერიოზულ ავარიაში მოყვა.
ცნობილია ასევე, რომ სეზონის გადაღებები მოზამბიკში, ხორვატიაში, შვეიცარიასა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარეობდა. თუ როდის გამოვა ეკრანებზე ახალი შოუ, ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ პრემიერა ოქტომბრის თვეში შედგება.